ილია მეორე - 46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო, გვაძლიერებდა ღვთის ლოცვა-კურთხევა და თქვენი სიყვარული
ილია მეორე - 46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო, გვაძლიერებდა ღვთის ლოცვა-კურთხევა და თქვენი სიყვარული

46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო, გვაძლიერებდა ღვთის ლოცვა-კურთხევა და თქვენი სიყვარული, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონში აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

„ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო,  46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო. ღვთის ლოცვა-კურთხევა გვაძლიერებდა ჩვენ და თქვენი სიყვარული.  მადლობელი ვართ თქვენი სიყვარულისათვის. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.

25 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეს აღნიშნავს.