„ილია მართლის საზოგადოების“ წევრები პირველი არხისგან საეთერო დროს ითხოვენ
„ილია მართლის საზოგადოების“ წევრები პირველი არხისგან საეთერო დროს ითხოვენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან „ილია მართლის საზოგადოების“ წევრებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ითხოვენ საეთერო დროს, რათა საკუთარ იდეოლოგიაზე საუბარი შეძლონ.

აქციის მონაწილეების თქმით, ქართული მედია სათანადოდ არ აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

„დღეს სრულიად „საქართველოს ილია მართლის საზოგადოება“ კვლავ მოვიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისთან.  შევახსენებთ საქართველოს მოსახლეობას, რომ ეს ოფისი საქართველოს მოსახლეობის ბიუჯეტით დაფინანსებული ორგანიზაცია და ევალება საქართველოში მიმდინარე პროცესების გაშუქება”, – განაცხადა გია ჩხიკვაძე.

„ბატონი გია გახლავთ „ილია მართლის“ გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. შეიძლება ითქვას, ისტორიული პიროვნება იმ პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მომპოვებელია. დღეს სრულიად იგნორირებულია ჩვენი არაერთგზის მოთხოვნა, დაეთმოთ ხუთწუთიანი დრო, რათა ჩვენი პოზიცია გამოვთქვათ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.