ილია ლეჟავა - ბეჟათუბანში აფეთქება გეგმური იყო, თუმცა კომპანიას მუშები გაფრთხილებული არ ჰყავდა​
ილია ლეჟავა - ბეჟათუბანში აფეთქება გეგმური იყო, თუმცა კომპანიას მუშები გაფრთხილებული არ ჰყავდა​

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის განცხადებით, ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბეჟათუბანში მომხდარი აფეთქების მიზეზი, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა.

მათი ინფორმაციით, აფეთქება გეგმური იყო, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებს მუშები გაფრთხილებული არ ჰყავდათ.

„სამი ადამიანია დაშავებული, აფეთქების ადგილიდან სამივე გადაყვანილია, ერთი მძიმე მდგომარეობაშია და ამ წუთებში თბილისში გადმოჰყავთ, ხოლო დანარჩენი ორი დაშავებულიდან ერთ-ერთს კიდურების მოტეხილობა აღენიშნება, ხოლო მეორეს ხერხემალი აქვს დაზიანებული“, – განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფესული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავამ.

ილია ლეჟავას ინფორმაციით, ოთხი დღის წინ ხარაგაულის რაიონში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა ადგილზე შეისწავლა შრომის ინსპექციამაც, თუმცა მათი დასკვნა ჯერ არაა გამოქვეყნებული.