ილია ელოშვილი - „სითი ინსტიტუტის" მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ხარვეზების აღმოფხვრა შესაძლებელია
ილია ელოშვილი - „სითი ინსტიტუტის" მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ხარვეზების აღმოფხვრა შესაძლებელია

„სითი ინსტიტუტის” მიერ წარმოდგენილ გენერალურ გეგმაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა შესაძლებელია, გვინდა, ვიყოთ სამართლიანი და კიდევ ვითანამშრომლოთ მათთან,  – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა,

“არ გვინდა, გაწეული შრომა წყალში გადაიყაროს. გვინდა, ვიყოთ ძალიან სამართლიანები და კიდევ ვითანამშრომლოთ მათთან. ორი თვე არ არის ისეთი ვადა, რომ ქალაქმა ვერ მოითმინოს. მიგვაჩნია, რომ იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რაც ორთვიანი ძალიან ინტენსიური მუშაობის პირობებში დავაფიქსირეთ, შესაძლებელია”, – განაცხადა მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, ხარვეზების აღმოფხვრისთვის “სითი ინსტიტუტისთვის” ხარვეზების გასასწორებლად პირველ ივნისამდე მიცემული ვადა  საბოლოოა.

„ხარვეზებთან მიმართებაში ძირითადად სამი მიმართულებაზეა საუბარი – პირველი, ეს არის ამ დოკუმენტის ქმედითობა სამართლებრივ ჭრილში. როგორ უმდა მოხდეს არსებული დოკუმენტიდან ახალ გენერალურ გეგმაზე გადასვლა ისე, რომ არ შეილახოს კერძო მესაკუთრეთა უფლებები. იყოს გააზრებული და არ იყოს მერიისთვის რისკების შემცველი. ამას სჭირდება იურიდიული და ეკონომიკური კუთხით განხილვა. მეორე მიმართულება არის ხარვეზები, რომლებიც არსებობდა მათ მიერ წარმოდგენილ  რუკებში. ესეც გასწორებადია. მესამეა გეგმის განხორციელები ეტაპები, რომელიც ძირითად ხარვეზად დავასახელეთ. ამ ეტაპების სწორად გადალაგება და შეჯერება უნდა მოხდეს ისე, რომ საშუალება გვქონდეს, გრძელვადიან პერსპექტივაში სწორად დავინახოთ ქალაქის განვითარება. პირველი იქნება ჩვენს მიერ მიცემული ბოლო ვადა. თუ არ გასწორდება, პასუხი მარტივი იქნება”,-განაცხადა ილია ელოშვილმა.

დღეს  თბილისის მერმა კახა კალაძემ, „სითი ინსტიტუტს“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის ვადა პირველ ივნისამდე მისცა.