ილია ელოშვილი - გენერალური გეგმის დოკუმენტი დაუსრულებელია, სჭირდება დამუშავება
ილია ელოშვილი - გენერალური გეგმის დოკუმენტი დაუსრულებელია, სჭირდება დამუშავება

დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ გენერალური გეგმის დოკუმენტი დაუსრულებელია და მთელი რიგი მიმართულებებით სჭირდება დამუშავება.

როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, ტრანსპორტის, ზონირების მიმართულებით მეტი ახსნა-განმარტებაა საჭირო.

“მნიშვნელოვანია, ცხადად დავინახოთ, რამდენად შესაძლებელია, პროექტების განხორციელება იმ გეგმით, რომელსაც გვთავაზობს ჯგუფი, ასევე რა შედეგი ექნება პროექტებს ჩვენი ქალაქისთვის. ეს არის ძირითადი პოზიციები, რომელიც დავაფიქსირეთ. თუკი კონტრაქტი არ შესრულდება, ეს ნიშნავს ავტომატურად ხელშეკრულების შეწყვეტას. ჩვენ მათ მივეცით კიდევ ერთხელ უკანასკნელად ვადა, რათა თავად წარმოედგინათ დროის ის პერიოდი, რომელსაც ისინი თვლიან გონივრულ ვადად, რომ დოკუმენტი შეიცვალოს და გათვალისწინებული იყოს ჩვენი პოზიციები. ჩვენ მზად ვართ დეტალურად შევისწავლოთ მათი დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი და მივიღოთ გადაწყვეტილება. მზად ვართ კონტრუქციული თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.