ილია ელოშვილი - „ანას ბაღის“ დაზიანება კი არ ხდება, პირიქით, გადიდება და გალამაზება
ილია ელოშვილი - „ანას ბაღის“ დაზიანება კი არ ხდება, პირიქით, გადიდება და გალამაზება

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, პროექტით სამშენებლო სამუშაოები „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა გათვალისწინებული და სპეკულაციაა საუბარი, თითქოს ის „ანას ბაღს“ ეხება.

მისივე თქმით, ინვესტორი თანახმაა, „ანას ბაღს“, რომელიც 300 კვადრატია, 200 კვადრატი ტერიტორია გადასცეს, ამავდროულად გამგეობა ბაღს  300 კვადრატულს დაუმატებს.

გარდა ამისა, ილია ელოშვილის განმარტებით, ინვესტორი, ასევე, „ანას ბაღის“ თავიდან ბოლომდე კეთილმოწყობას დათანხმდა.

„არც წინა პროექტით და არც ახალი პროექტით, მშენებელი საერთოდ არ ეხებოდა „ანას ბაღს“. საუბარი მიდის „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ტერიტორიის გამოყენება პარკინგისთვის ხდებოდა და მოსახლეობის მიერ სხვადასხვა მიზნებით, ტერიტორიის გასხვისება 2017 წელს მოხდა.

ამაზე არის ახლა ძირითადი დავა. მას შემდეგ, რაც ჩვენ ინვესტორთან მოლაპარაკებები  ვაწარმოეთ, ინვესტორი დათანხმდა, რომ „ანას ბაღს“, რომელიც არის 300 კვადრატი, ასევე გადმოსცეს ის 200 კვადრატი ტერიტორია და  გამგეობა დაუმატებს 300 კვადრატულს. გარდა ამისა, ინვესტორი ასევე დათანხმდა, რომ თავიდან ბოლომდე კეთილმოაწყობს „ანას ბაღს“, მოუვლის. „ანას ბაღის“ დაზიანება კი არ ხდება, არამედ პირიქით გადიდება და გალამაზება.  ამიტომ, სპეკულაცია, რომ ვინმე „ანას ბაღს“ ეხება, ეს არის სრული სიცრუე, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ“ ,- განაცხადა ილია ელოშვილმა.

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც  მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, დღეს აქცია გაიმართა.

დატოვე კომენტარი