ილია დარჩიაშვილმა სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტთან, ალენ სიმონიანთან შეხვედრა გამართა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების პრეზიდენტთან, ალენ სიმონიანთან.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ. დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მზაობა. განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტსა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის, რომელსაც დიდი დატვირთვა და როლი აქვს. ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ვიზიტის მნიშვნელობას ერევანში. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის არსებული პარტნიორული და მეგობრულ ურთიერთობები. მსოფლიო და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას, ხაზგასმით აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მნიშვნელობა.
აღინიშნა სომხეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი- პოლიტიკური, ეკონომიკური, ვაჭრობის სფეროში არსებული კავშირები და ისაუბრეს საერთო სამომავლო გეგმებზე.