ილია დარჩიაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხ კოლეგასთან, იან ლიპავსკისთან
ილია დარჩიაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხ კოლეგასთან, იან ლიპავსკისთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ჩეხ კოლეგასთან, იან ლიპავსკისთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ჩეხეთის თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, მისი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

მათივე ცნობით, კოლეგებმა ასევე ისაუბრეს ევროკომისიის გადაწყვეტილების გარშემო  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების და ევროკომისიის რეკომენდაციების  შესრულების თაობაზე.

„ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ასოცირებული ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მხრიდან ერთიანი მიდგომის მნიშვნელობას.

მხარეებმა ისაუბრეს 6 სექტემბერს, ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შედეგებზე.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა და იან ლიპავსკიმ ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის დღის წესრიგი და თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
საუბრის დასასრულს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იან ლიპავსკის მადლობა გადაუხადა 31 აგვისტოს, პრაღაში გართულ ე.წ. გიმნიხის ფორუმზე მასპინძლობისთვის“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.