ილია დარჩიაშვილმა პოლონელ კოლეგა ზბიგნევ რაუსთან სატელეფონო საუბარი გამართა
ილია დარჩიაშვილმა პოლონელ კოლეგა ზბიგნევ რაუსთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა პოლონელ კოლეგა ზბიგნევ რაუსთან.

აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით საუბრის თემა საქარველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი და უსაფრთხოების საკითხები იყო.

„გავმართე სატელეფონო საუბარი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზბიგნევ რაუსთან. ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ ასპირაციებსა და ამ გზაზე გადასადგმელ სამომავლო ნაბიჯებზე. ასევე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და პოლონეთის თავმჯდომარეობა ეუთოში“ – წერს დარჩიაშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

დატოვე კომენტარი