საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

13:23, 03.05.2023

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმის მინისტრს, ჰაიმ კაცს შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისრაელ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე.

შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა „შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

მსგავსი