ილია დარჩიაშვილი - ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ ესპანეთს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, მზად ვართ, ესპანეთთან ერთად ვიმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად
ილია დარჩიაშვილი - ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ ესპანეთს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, მზად ვართ, ესპანეთთან ერთად ვიმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად

ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ ესპანეთს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

„ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ესპანეთთან ერთად ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი წინსვლისა და კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც საქართველოსთვის უდიდესი მიღწევა იქნება“, – წერს დარჩიაშვილი.

ესპანეთის სამეფო 2023 წლის 1-ელი ივლისიდან  ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ერთი წლის ვადით იქნება.