ილია დარჩიაშვილი - ვმუშაობთ, რომ მომავალ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში ვუმასპინძლოთ, ადგილზე გავაცნოთ ყველა სირთულე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აწყდება 
ილია დარჩიაშვილი - ვმუშაობთ, რომ მომავალ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში ვუმასპინძლოთ, ადგილზე გავაცნოთ ყველა სირთულე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აწყდება 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრისას საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები მოისმინა.

მისივე თქმით, გეგმავენ, რომ მომავალ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში უმასპინძლონ, რათა ადგილზე გააცნონ ყველა სირთულე, რასაც საქართველო აწყდება.

„ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობის ფარგლებში, შეხვედრა გავმართე ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. როგორც ცნობილია, პოლონეთის შემდეგ სწორედ ჩრდილოეთ მაკედონია იქნება ქვეყანა, რომელიც ჩაიბარებს ეუთო-ს თავმჯდომარეობას. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მომავალ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში ვუმასპინძლოთ და მას ადგილზე გავაცნოთ ყველა სირთულე, რომელსაც აწყდება ჩვენი ქვეყანა, რათა მათი ჩართულობა, მონაწილეობა იყოს ძალიან შედეგიანი. მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მხარდამჭერი განცხადებები მოვისმინეთ. დარწმუნებული ვართ, მათი თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ექნება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.