ილია დარჩიაშვილი - უნგრეთი იყო და არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი
ილია დარჩიაშვილი - უნგრეთი იყო და არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი

უნგრეთი იყო, არის და იქნება ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, გვაქვს ძალიან აქტიური, მეგობრული, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშილმა უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

„ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობები ძალიან დინამიკურია. სამთავრობო დონეზეც გვქონდა შესაძლებლობა, გვემასპინძლა უნგრეთის მთავრობისთვის, გვქონდა სამთავრობოთაშორისი კომისია. გვაქვს ძალიან დინამიკური, კარგი ურთიერთობები. უნგრეთი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია, სადაც გვაქვს მათი მხარდაჭერის იმედი და ეს თანამშრომლობა გრძელდება, კიდევ უფრო ვითარდება“, – განაცხადა ილია დარჩიაშილმა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ და ვიქტორ ორბანმა შეხვედრაზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, საქართველოს ევროპულ მომავალზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც მსოფლიოში არსებობს.

„პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ზოგადად, თანამშრომლობის პერსპექტივებს, თუ როგორ გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას, იმ გამოწვევებს, რომლებიც მსოფლიოში არსებობს. ვფიქრობ, ძალიან დროული, საინტერესო და შედეგიანი საუბარი ჰქონდათ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.