ილია დარჩიაშვილი - უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო იყვნენ ჩახედული ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და ჩვენს მომავალ ევროპულ ინტეგრაციაზე
ილია დარჩიაშვილი - უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო იყვნენ ჩახედული ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და ჩვენს მომავალ ევროპულ ინტეგრაციაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ლატვიის, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ლატვიის და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებს პირველად შეხვდა, რადგან მათ უწყებები ცოტა ხნის წინ ჩაიბარეს.

„შევხვდი სხვა ქვეყნების, მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ვიმსჯელეთ მიმდინარე საკითხებზე, გავცვალეთ მოსაზრებები. ეს არის პარტნიორებთან აზრის გაცვლის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რას ფიქრობენ, როგორ ხედავენ პროცესს. ამ დისკუსიებში ვცდილობთ, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ უფრო მეტად იყვნენ ჩახედული ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და ჩვენს მომავალ ევროპულ ინტეგრაციაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.