ილია დარჩიაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

17:48, 15.03.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრების შეხვედრა ბაქოში, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა და ჰაქან ფიდანმა მაღალი შეფასება მისცეს თანამშრომლობის სამმხრივ ფორმატსა და მინისტრების მეცხრე შეხვედრას.

საუბრისას აღინიშნა ამ ფორმატის მნიშვნელობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის; დადებითად შეფასდა საქართველო- თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა; გაიცვალა ინფორმაცია ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგსა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა არსებული მჭიდრო კოორდინაციის გასაგრძელებლად.

მსგავსი