ილია დარჩიაშვილი თემთა პალატაში საქართველოს საკითხზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი თემთა პალატაში საქართველოს საკითხზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა

გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიტანეთის თემთა პალატაში საქართველოს საკითხზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის თავმჯდომარეს, ჯონათან ჯანოგლის შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ აქტიურ საპარლამენტო კავშირებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის და იმ გამოხატულ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველოს მიმართ იჩენს ბრიტანეთის პარლამენტი. საუბარი ასევე შეეხო ინტერპარტიული ჯგუფის ვიზიტს საქართველოში.

„მხარეები მიესალმნენ უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატს და მაღალი შეფასება მისცეს როგორც სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებს, ისე მის საპარლამენტო განზომილებას.

მაღალი შეფასება მიეცა ასევე საკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობასა და ურთიერთმხარდაჭერას მრავალმხრივ ფორმატებში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.