ილია დარჩიაშვილი - თებერვალში გავაგზავნით წერილს ოდირ-ში და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან დამკვირვებლებს, პირობას აუცილებლად შევასრულებთ
ილია დარჩიაშვილი - თებერვალში გავაგზავნით წერილს ოდირ-ში და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან დამკვირვებლებს, პირობას აუცილებლად შევასრულებთ

თებერვალში გავაგზავნით წერილს ოდირ-ში და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან დამკვირვებლებს, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თინა ბოკუჩავას შეკითხვას.

ილია დარჩიაშვილის თქმით, როგორც სხვა პირობას ასრულებენ, ისევე შესრულდება ეს პირობაც.

„ქალბატონო თინა, თქვენი კითხვა იყო დამკვირვებლებთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ, გაეცნოთ ხოლმე დოკუმენტებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა პარლამენტთან ერთად ამუშავებს. სამოქმედო გეგმაში, რომელიც ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით შეიქმნა და გადავეცით ევროკავშირს, ცალსახად წერია, რომ თებერვალში გავაგზავნით მოწვევას ოდირ-ში. ეს პირობა ძალაშია. თებერვალში, თებერვლის ბოლომდე გაიგზავნება წერილი საქართველოდან და მოვიწვევთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ოდირ-ის დამკვირვებლებს. ასე რომ, ჯერ დრო გვაქვს და ამას აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.