საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა. ილია დარჩიაშვილისა და ტობიას ბილსტრომის შეხვედრა ქ. სკოპიეში, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
მინისტრებმა საქართველო-შვედეთის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს.
ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო შვედეთის სამეფოს განიხილავს როგორც მეგობარსა და სანდო პარტნიორს და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის შვედეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ასევე, მინისტრები მიესალმნენ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და განიხილეს ამ კუთხით გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები.
„საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ტობიას ბილსტრომს ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა შვედეთის მნიშვნელოვან წვლილს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ნორდიკულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების შესახებაც. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.