ილია დარჩიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია

საქართველო შედის უმნიშვნელოვანეს ფაზაში და ჩვენ ძალას არ დავიშურებთ, რომ დაგიბრუნოთ შევსებული კითხვარი, გავლილი პროცედურების მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის გადაცემისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია.

„საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია და ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა ამ კითხვარზე, რათა შევასრულოთ ეს“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.