ილია დარჩიაშვილი - საქართველოს ევროინტეგრაციის გზა გადის დინამიკურ რეფორმებზე, რომელსაც ჩვენ ვატარებდით, ვატარებთ და მომავალშიც გავატარებთ
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს ევროინტეგრაციის გზა გადის დინამიკურ რეფორმებზე, რომელსაც ჩვენ ვატარებდით, ვატარებთ და მომავალშიც გავატარებთ

სამოქმედო გეგმა გავასაჯაროეთ, ჩვენ ეს დოკუმენტი მყისიერად შევქმენით მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მიერ რეკომენდაცია იქნა გაცემული, ძალიან მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს ევროკომისიასთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს რეფორმების პროცესს.

„გავიარეთ ყველა მიმართულება, ვიმსჯელეთ შემდგომში გადასადგმელ ნაბიჯებზე, შესაბამისად, ეს დოკუმენტი იქნა გაზიარებული მათთვის. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, აქ შეიძლება, რომელიმე თარიღი, რომელიმე აქტივობა დაკორექტირდეს. ეს არის სამუშაო პროცესი, რომელსაც ჩვენ, როგორც მანამდე, გავაგრძელებთ, რადგან საქართველოს ევროინტეგრაციის გზა გადის სწორედ დინამიკურ რეფორმებზე, რომელსაც ჩვენ ვატარებდით, ვატარებთ და მომავალშიც გავატარებთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.