ილია დარჩიაშვილი - საქართველომ 30 წლის წინ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ნიდერლანდებთან და დღეს ჩვენი ქვეყნები მჭიდრო მეგობრები არიან
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერში“ წერს.
„ზუსტად 30 წლის წინ, საქართველომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ნიდერლანდების სამეფოსთან და დღეს ჩვენი ქვეყნები მჭიდრო მეგობრული კავშირებით არიან დაკავშირებული. მოუთმენლად ველოდები ჩემს კოლეგასთან, ვოპკე ჰუკსტრასთან მუშაობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მივაღწევთ ჩვენს წინაშე არსებულ მიზნებს“, – წერს ილია დარჩიაშვილი.