ილია დარჩიაშვილი – საქართველომ 30 წლის წინ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ნიდერლანდებთან და დღეს ჩვენი ქვეყნები მჭიდრო მეგობრები არიან
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერში“ წერს.
„ზუსტად 30 წლის წინ, საქართველომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ნიდერლანდების სამეფოსთან და დღეს ჩვენი ქვეყნები მჭიდრო მეგობრული კავშირებით არიან დაკავშირებული. მოუთმენლად ველოდები ჩემს კოლეგასთან, ვოპკე ჰუკსტრასთან მუშაობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მივაღწევთ ჩვენს წინაშე არსებულ მიზნებს“, – წერს ილია დარჩიაშვილი.
Exactly 30 yrs ago, Georgia established dipl relations with the Netherlands& today our countries are bound with strong ties of friendship. I look forward to working with my counterpart @WBHoekstra & I’m sure, through our joint efforts we’ll attain goals ahead of us. #Diplo30 🇬🇪🇳🇱
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) April 22, 2022