ილია დარჩიაშვილი - საქართველო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს უკრაინელი მეგობრების მხარდასაჭერად
ილია დარჩიაშვილი - საქართველო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს უკრაინელი მეგობრების მხარდასაჭერად

საქართველო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს უკრაინელი მეგობრების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დავოსში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო ეხმარება უკრაინას ჰუმანიტარული კუთხით, ეს პროცესი გრძელდება და ასეთი დონის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის.

„საქართველო პარტნიორებთან ერთად საკმაოდ ხმამაღლა ცდილობს, დააფიქსიროს პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.