ილია დარჩიაშვილი - რობერტა მეცოლა ღიად საუბრობს ჩვენი ქვეყნების ერთობლივ პერსპექტივაზე და მასთან შეხვედრა ძალიან იმედისმომცემი და საინტერესო იყო
ილია დარჩიაშვილი - რობერტა მეცოლა ღიად საუბრობს ჩვენი ქვეყნების ერთობლივ პერსპექტივაზე და მასთან შეხვედრა ძალიან იმედისმომცემი და საინტერესო იყო

რეგიონში არსებული მძიმე გამოწვევები ძალიან კარგად არის გააზრებული ბრიუსელში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრა, ილია დარჩიაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რობერტა მეცოლასთან შეხვედრა იმედისმომცემი იყო.

„რეგიონში არსებული მძიმე გამოწვევები, რომელიც არის შავი ზღვის რეგიონში და რეგიონს მიღმა, ძალიან კარგად და ძალიან საფუძვლიანად არის გააზრებული ბრიუსელში. ეს გამოწვევები ძალიან კარგად და თანმიმდევრულად არის დანახული. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსჯელობის პროსცეში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ეს კონტექსტი იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება შეხვედრას ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ქალბატონი მეცოლა, როგორც ცნობილია, ღიად საუბრობს ჩვენი ქვეყნების ერთობლივ პერსპექტივაზე და მასთან შეხვედრა ძალიან იმედისმომცემი და ძალიან საინტერესო იყო“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.