ილია დარჩიაშვილი - პრემიერის ისლანდიაში ვიზიტი გამოირჩევა განსაკუთრებული მნიშვნელობით, სამიტში მონაწილეობით ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ძირითად პრიორიტეტებზე გააკეთებს აქცენტს
ილია დარჩიაშვილი - პრემიერის ისლანდიაში ვიზიტი გამოირჩევა განსაკუთრებული მნიშვნელობით, სამიტში მონაწილეობით ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ძირითად პრიორიტეტებზე გააკეთებს აქცენტს

ისლანდიაში არის რიგით მეოთხე ლიდერთა სამიტი. პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა, ექნება სიტყვით გამოსვლა აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრის ისლანდიაში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს, სადაც იქნება ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე მთავარი აქცენტები და ასევე, აქცენტი გაკეთდება საქართველოს ევროინტეგრაციაზე, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელოვან საკითხზე.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ, პარალელურად, პრემიერ-მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგებთან, სადაც, რა თქმა უნდა, იქნება, ერთი მხრივ, ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე მთავარი აქცენტები და ასევე, აქცენტი გაკეთდება საქართველოს ევროინტეგრაციაზე, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელოვან საკითხზე. შესაბამისად, ვიზიტი გამოირჩევა განსაკუთრებული დატვირთვით, მნიშვნელობით და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ერთი მხრივ, სამიტში მონაწილეობით გააჟღერებს საქართველოს ძირითად პრიორიტეტებს და, მეორე მხრივ, ორმხრივ შეხვედრებს ექნება განსაკუთრებული დატვირთვა, რათა საქართველოს პოზიციონირება მოხდეს შესაბამისად, ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიღოს სტატუსი და ჩვენმა პარტნიორებმა უფრო მეტი გაიგონ იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.