ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრი აქტიურად მუშაობს, რათა ქვეყნის ეკონომიკამ გააგრძელოს ზრდა, რაც მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის
ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრი აქტიურად მუშაობს, რათა ქვეყნის ეკონომიკამ გააგრძელოს ზრდა, რაც მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის

პრემიერ-მინისტრს მიუნხენში ჰქონდა რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან შეხვედრა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მიუნხენში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, შეხვედრების დროს საუბარი შეეხებოდა იმ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც იქმნება საქართველოში და მიმზიდველია საერთაშორისო კომპანიებისთვის.

„პოლიტიკური შეხვედრების პარალელურად, პრემიერი ყოველთვის, და მათ შორის აქაც, მართავს ამ შეხვედრებს, რათა კომპანიებს თავად გაუზიაროს ის მიზიდულობა, რომელიც საქართველოს აქვს ბიზნესისთვის. პრემიერ-მინისტრი ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა ქვეყნის ეკონომიკამ გააგრძელოს ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.