ილია დარჩიაშვილი – პატივს მივაგებთ მათ, ვინც გმირულად დაეცა ჩვენი თავისუფლებისთვის, აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ხიდების აღსადგენად საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევა გრძელდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აგვისტოს ომის 14 წლისთავს ეხმაურება.
მისი თქმით, რუსული ოკუპაციის დასასრულებლად და აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ხიდების აღსადგენად საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევა გრძელდება.
„დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 14 წელი შესრულდა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ, ვინც გმირულად დაეცა ჩვენი თავისუფლებისთვის. რუსული ოკუპაციის დასასრულებლად და აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ხიდების აღსადგენად საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევა გრძელდება“, – წერს დარჩიაშვილი.
Today we mark 14 years after Russia’s military aggression against Georgia. We pay tribute to those who heroically fell for our freedom. Georgia’s peace efforts continue to end #RussianOccupation & rebuild bridges with Abkhaz & Ossetian compatriots.
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) August 7, 2022