ილია დარჩიაშვილი – პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას, ვინც 1989 წლის 9 აპრილს თბილისში იბრძოდა და შეწირა თავი საქართველოს თავისუფლებისა და ღირსებისთვის

13:42, 09.04.2022

დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას, ვინც 1989 წლის 9 აპრილს თბილისში იბრძოდა და შეწირა თავი საქართველოს თავისუფლებისა და ღირსებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით დაწერა.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას, ვინც 1989 წლის 9 აპრილს თბილისში იბრძოდა და შეწირა თავი საქართველოს თავისუფლებისა და ღირსებისთვის. ზუსტად 2 წლის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა! მადლობა ჩვენს გმირებს!“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად პატივი მიაგო ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას.

მსგავსი