ილია დარჩიაშვილი - აქტიურად ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად შევძლოთ და სოლიდარობა გამოვხატოთ უკრაინელების მიმართ
ილია დარჩიაშვილი - აქტიურად ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად შევძლოთ და სოლიდარობა გამოვხატოთ უკრაინელების მიმართ

აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენი დიპლომატიური არხებით სოლიდარობა გამოვხატოთ უკრაინელი დებისა და ძმების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეიკიავიკის სამიტში მონაწილეობაც უკრაინის მიმართ სოლიდარობის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

„საქართველო, როგორც პასუხისმგებლობიანი ქვეყანა, და ჩვენი ხელისუფლება წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ყოველთვის ვამბობთ, რომ ცალსახაა ჩვენი პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მთელი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ მხარდამჭერ განცხადებასა თუ რეზოლუციაზე მიერთების გამოცდილება გვქონდა. ამას ვაგრძელებთ საერთაშორისო მეგობრებთან, პარტნიორებთან ერთად. აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენი დიპლომატიური არხებით მაქსიმალურად შევძლოთ და სოლიდარობა გამოვხატოთ უკრაინელი დებისა და ძმების მიმართ. დღევანდელი ღონისძიებაც სოლიდარობის ერთ-ერთი გამოხატულებაა. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც საქართველომაც მიიღო ამაში მონაწილეობა. მომავალშიც გავაგრძელებთ პოლიტიკურად, დიპლომატიურად ძალიან ძლიერ მხარდაჭერას უკრაინელი დებისა და ძმების მიმართ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

რეიკიავიკის სამიტის მონაწილეებმა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ომის მსხვერპლებმა ანაზღაურება უნდა მიიღონ.