ილია დარჩიაშვილი ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა მინისტრს, საიდბადრ ალბუსაიდს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსა და ომანს შორის მზარდი ორმხრივი ურთიერთობები.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ყურის ქვეყნებთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა ურთიერთობები ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია პირდაპირი საჰაერო ავიარეისების აღდგენა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას ორივე მიმართულებით.

საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში.