ილია დარჩიაშვილი ოლივერ ვარჰეის შეხვდა
ილია დარჩიაშვილი ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას გაფართოების შესახებ ანგარიშისა და დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ისტორიული და გარდამტეხია საქართველოს ერვოკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

„ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკომისიის გუნდის მხარდაჭერას იმ პროგრესისთვის, რასაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიღწია.

მხარეებმა გამოხატეს მზაობა, მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლონ ევროკომისიის რეკომენსაციების შესრულების მიმართულებით. მინისტრმა ევროკომისარს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა, განაგრძოს ძალისხმევა და წლის ბოლოს საქართველომ კიდევ ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ოფიციალურად გახდეს ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.