ილია დარჩიაშვილი - ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი გრძელდება, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ვიმსჯელებთ სამომავლო ერთობლივ აქტივობებზე
ილია დარჩიაშვილი - ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი გრძელდება, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ვიმსჯელებთ სამომავლო ერთობლივ აქტივობებზე

ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ვიმსჯელებთ მიმდინარე დღის წესრიგსა და იმ აქტივობებზე, რომლებიც მომავალში ერთობლივად გვექნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი გრძელდება.

„ეს არის ტრადიციული, ყოველწლიური ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ყოველი წლის განმავლობაში ჩვენი მომავალი თანამშრომლობის გეგმებს ვსახავთ. წინა წლის მადრიდის სამიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც საქართველომ მიიღო ალიანსისგან, ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან. ამან მისცა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას ახალი, მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იმპულსი. ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი გრძელდება. სწორედ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ვიმსჯელებთ მიმდინარე დღის წესრიგსა და იმ აქტივობებზე, რომლებიც ჩვენ ერთობლივად გვექნება მომავალში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.