ილია დარჩიაშვილი - იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ჰქონდა საინტერესო კომპონენტები, გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა, მომავალი ნაბიჯები
ილია დარჩიაშვილი - იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ჰქონდა საინტერესო კომპონენტები, გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა, მომავალი ნაბიჯები

დასრულდა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში, ვიზიტს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, ნატო-ს და საქართველოს ორმხრივ ფორმატში აქვთ ძალიან დინამიკური ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ნატო-ს გენერალური მდივნის მეოთხე ვიზიტი იყო საქართველოში.

„ვიზიტს მოაქვს ახალი იმპულსი, ახალი შესაძლებლობები შემდგომი თანამშრომლობისთვის. ამ ვიზიტს ჰქონდა ძალიან საინტერესო კომპონენტები, სამუშაო ფორმატში გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა, მომავალი ნაბიჯები და ვფიქრობ, რომ ამ ორმხრივი ურთიერთობებისთვის ეს ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია, რომ ეს გაგრძელებაა მაღალი დონის ვიზიტების. ჩვენ გვახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში მიიღო მონაწილეობა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში და დღეს უკვე გვქონდა შესაძლებლობა, გვემასპინძლა გენერალური მდივნისთვის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველო დღეს დატოვა და სომხეთში გაემგზავრა.