ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაცეცეგ ბატმუნხს შეხვდა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, მინისტრებმა გამოხატეს მზაობა, იმუშაონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასააქტიურებლად სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და ბიზნესშესაძლებლობების შესახებ.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზე.

ილია დარჩიაშვილმა მონღოლეთის დელეგაცია აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის აქტიურ დღის წესრიგზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.