ილია დარჩიაშვილი მოლდოვას ეწვევა
ილია დარჩიაშვილი მოლდოვას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 24 ნოემბერს ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვევა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს მოლდოვის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ილია დარჩიაშვილი შეხვდება მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრს, ნიკუ პოპესკუს, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებული შემადგენლობით, რის შემდეგაც  გაკეთდება მინისტრების განცხადებები პრესასთან.

კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში, განხილული იქნება საქართველო-მოლდოვის ორმხრივი პარტნიორობის საკითხები, საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და ამ კუთხით ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას.