ილია დარჩიაშვილი - მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე, მათ შორის, ახლო მომავალში პრეზიდენტ ერდოღანის შესაძლო ვიზიტზე საქართველოში
ილია დარჩიაშვილი - მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე, მათ შორის, ახლო მომავალში პრეზიდენტ ერდოღანის შესაძლო ვიზიტზე საქართველოში

მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე, მათ შორის, ახლო მომავალში პრეზიდენტ ერდოღანის შესაძლო ვიზიტზე საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ვიმყოფებოდე არაჩვეულებრივ ქვეყანაში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტით საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში. დიდი მადლობა მინდა, გითხრათ გამორჩეული მასპინძლობისთვის და ამ შესაძლებლობისთვის. დღეს განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, გავცვალეთ მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე და დავსახეთ სამომავლო გეგმები. ასევე, ვისაუბრეთ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე და მათ შორის, ახლო მომავალში პრეზიდენტ ერდოღანის შესაძლო ვიზიტზე საქართველოში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.