ილია დარჩიაშვილი – მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დასამყარებლად შედეგს გამოიღებს

13:15, 16.07.2022

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ძალიან მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილია. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, შედეგს გამოიღებს“, – წერს „ტვიტერში“ ილია დარჩიაშვილი.

თბილისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯეიჰუნ ბაირამოვი და არარატ მირზოიანი ვიზიტით დღეს ეწვივნენ.

მსგავსი