ილია დარჩიაშვილი – მადლობას ვუხდი ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვაფასებთ მის მხარდაჭერას, ჩვენ ვრჩებით ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული
ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს ესპანეთის თავმჯდომარეობის დროს იქნა მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
ილია დარჩიაშვილი ესპანელ კოლეგას, ხოსე მანუელ ალბარესს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მადლობას ვუხდი ხოსე მანუელ ალბარესს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და იმ ფაქტს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს ესპანეთის თავმჯდომარეობის დროს იქნა მიღებული. ჩვენ ვრჩებით ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული“, – წერს ილია დარჩიაშვილი.
ცნობისთვის, მანამდე ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს და თავის კოლეგა ილია დარჩიაშვილს ევროკომისიის გადაწყვეტილებას ულოცავს. მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპულ გზაზე.
Thank you, @jmalbares. We highly appreciate your support and the fact that this decision was made during the @eu2023es Presidency. We remain strongly committed to 🇪🇺 accession. https://t.co/qeaWcqImNW
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) November 10, 2023