ილია დარჩიაშვილი – მადლობა რუმინეთის პარლამენტს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის, ვაფასებთ მხარდაჭერას ასეთ გადამწყვეტ მომენტში

12:47, 29.11.2023

რუმინეთის პარლამენტმა დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე დაამტკიცა „რეზოლუცია მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“.

აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დიდი მადლობა რუმინეთის პარლამენტს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისადმი, განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ასეთ გადამწყვეტ მომენტში“, – წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ.

მსგავსი