ილია დარჩიაშვილი – მადლობა დმიტრო კულებას კეთილი სურვილებისთვის, დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მეტად გააძლიერებს მეგობრობას უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას კეთილი სურვილებისთვის მადლობას უხდის. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობით კიდევ უფრო გაძლიერდება მეგობრობა უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის.
ამასთან, როგორც ილია დარჩიაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, უკრაინელ ხალხს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს.
„მადლობას ვუხდი დმიტრო კულებას კეთილი სურვილებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის, საერთო წარმატებების მისაღწევად და გამოწვევების დასაძლევად. მტკიცე მხარდაჭერას, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მათი ქვეყნისთვის და იმ ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რასაც ჩვენ ვიზიარებთ“, – წერს ილია დარჩიაშვილი.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა. როგორც კულება სოციალურ ქსელში წერს, მოუთმენლად ელოდება ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან მუშაობას საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად.
Thank you @DmytroKuleba for kind wishes. I’m confident, our fruitful coop will further strengthen friendship between 🇺🇦&🇬🇪 people in achieving common successes& overcoming challenges. Our strong support& solidarity with🇺🇦 people in the struggle for their country& values we share. https://t.co/1Tj8gx1KJQ
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) April 5, 2022