ილია დარჩიაშვილი ხვალ ბრიუსელს ეწვევა
ილია დარჩიაშვილი ხვალ ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ორდღიანი ვიზიტით ხვალ ქალაქ ბრიუსელს ეწვევა.

საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში, სხვადასხვა მიმართულების ევროკომისრებთან, ასევე ევროპარლამენტში.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში, 2 ივნისს, ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართავს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან ბელგიის სამეფოს, ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუმრებს საკუთარ შემოქმედებას წარუდგენს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება გამოფენა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ევროპულ გზას.