ილია დარჩიაშვილი - ხაზგასმა ბუქარესტის სამიტის ძლიერი მხარდაჭერის კვლავ აქტუალურობაზე, გვაძლევს საშუალებას, რომ ვილნიუსის სამიტიც იქნება ახალი იმპულსი ნატო-საქართველოს ურთიერთობაში
ილია დარჩიაშვილი - ხაზგასმა ბუქარესტის სამიტის ძლიერი მხარდაჭერის კვლავ აქტუალურობაზე, გვაძლევს საშუალებას, რომ ვილნიუსის სამიტიც იქნება ახალი იმპულსი ნატო-საქართველოს ურთიერთობაში

ხაზგასმა ბუქარესტის სამიტის პირობებში საქართველოსთვის გაცემული ძლიერი მხარდაჭერის კვლავ აქტუალურობაზე, გვაძლევს საშუალებას, რომ ვილნიუსი სამიტიც იქნება ახალი იმპულსი ნატო-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საქმეში, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოსთვის ალიანსის გასაწევრიანებლად სამოქმედო გეგმის დატოვების შესახებ დასმულ კითხვას.

დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს კონკრეტული მექანიზმები იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჰქონდეს კონკრეტული შედეგები.

„ხაზგასმა იმის, რომ ბუქარესტის სამიტის პირობებში გაცემული ძლიერი მხარდაჭერა საქართველოსთვის კლავ აქტუალურია, ეს სწორედ გვაძლევს საშუალებას, რომ ვილნიუსი სამიტიც იქნება ახალი იმპულსი ნატო-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საქმეში. უკრაინასთან მიმართებაში სხვა ჩანაწერია, რომელსაც ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ. იქ ცალსახად საუბარია, რომ ალიანსი იმ შემთხვევაში გადაწყვეტს, მოიწვიოს უკრაინა, თუკი ამაზე შეჯერდება ალიანსი და ამის შესაბამისი პირობები იქნება შესრულებული. შესაბამისად, საქართველოსთან მიმართებაში ხაზგასმულია ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი ყოველწლიური, რომელიც წლიურ რეჟიმში გვაქვს ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან. ეს პროცესი გაგრძელდება და საქართველო გააგრძელებს პროგრესირებად ინტეგრაციას ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მისამართით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.