ილია დარჩიაშვილი ჯოზეფ ბორელს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ილია დარჩიაშვილი წერს, რომ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგი, რეგიონში უსაფრთხოების გარემოება და ევროკავშირის როლი რეგიონულ სტაბილურობაში.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის უფლებამოსილება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან შეხვედრით დავიწყე. განვიხილეთ საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგი და მისი პროგრესი ამ გზაზე. ამ კონტექსტში ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი მაქვს. განვიხილეთ რეგიონში უსაფრთხოების გარემოება და ევროკავშირის როლი რეგიონულ სტაბილურობაში“, – წერს ილია დარჩიაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.
Glad to have started my tenure as🇬🇪’s Foreign Minister by meeting🇪🇺 High Rep @JosepBorrellF. Discussed🇬🇪’s 🇪🇺 integration agenda& its progress on this path.I count on🇪🇺’s support in this context. Considered security environ in the region& focused on🇪🇺’s role in regional stability pic.twitter.com/KTEWAw77d7
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) April 6, 2022