ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ჰადას ესტერ მეიტცადს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ჰადას ესტერ მეიტცადს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ჰადას ესტერ მეიტცადს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ისრაელის ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

„შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისრაელ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური  და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე.

ამ მხრივ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმდინარე წლის 30 მაისს ისრაელის სახელმწიფოში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობა.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და დაადასტურეს მზაობა გაგრძელდეს აქტიური მუშაობა ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.