ილია დარჩიაშვილი ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს

22:48, 10.05.2022

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 10-12 მაისს მონაწილეობას მიიღებს ISIS-ის (ისლამური სახელმწიფოს) წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში.

ილია დარჩიაშვილი მინისტერიალში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობს.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტერიალის მონაწილეებს და ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მსგავსი