ილია დარჩიაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის საუდის არაბეთის სამეფოში ვიზიტი იქნება გამორჩეული და კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი
ილია დარჩიაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის საუდის არაბეთის სამეფოში ვიზიტი იქნება გამორჩეული და კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუდის არაბეთის სამეფოში ვიზიტის მიზანია, რომ, ერთი მხრივ, კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს თანამშრომლობა, პოლიტიკური დიალოგი და, მეორე მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ვიზიტი იქნება გამორჩეული და კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი.

„ყურის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში. ვიზიტის მიზანია, რომ, ერთი მხრივ, კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს თანამშრომლობა, პოლიტიკური დიალოგი და, მეორე მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი იქნება გამორჩეული და კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი. ზოგადად, ყურის ქვეყნებში ჩვენი აქტიურობა განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩეოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე ქვეყანაში ჩაატარა უმნიშვნელოვანესი ვიზიტი და წელს უკვე ბოლო ვიზიტი, რომელიც ამ რეგიონში განხორციელება, ეს არის საუდის არაბეთის სამეფოში და დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი მოიტანს კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.