ილია დარჩიაშვილი - ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არანაირ მოლაპარაკებაში არ მიუღია მონაწილეობა, არ ვიცი, რას ნიშნავს ბიზნესელჩი, ასეთი არ არსებობს, არც არავის დაუნიშნავს
ილია დარჩიაშვილი - ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არანაირ მოლაპარაკებაში არ მიუღია მონაწილეობა, არ ვიცი, რას ნიშნავს ბიზნესელჩი, ასეთი არ არსებობს, არც არავის დაუნიშნავს

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის პროცესში საქართველოს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და მთავრობის მხრიდან ამასთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა განცხადება.

„გადაწყვეტილება როცა იქნა მიღებული, საქართველოს ხელისუფლებამ  გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია, არანაირ მოლაპარაკებაში. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება და ის განცხადება, პოზიცია, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან იქნა გაჟღერებული, არის მოცემულობა, რომელიც შეგიძლიათ, ნახოთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთში ბიზნესელჩის დანიშვნაზე საუბარი აბსურდია.

„არ ვიცი, რას ნიშნავს ბიზნესელჩი, ასეთი არ არსებობს და, შესაბამისად, ის არც არავის დაუნიშნავს. აბსურდია ამაზე ლაპარაკი და ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.