ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

17:53, 19.05.2022

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 19-20 ივნისს მონაწილეობს ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრთა კომიტეტის 132-ე სესიაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი მინისტერიალის ფარგლებში სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს. მათივე ცნობით, ასევე ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს როგორც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე ევროპის საბჭოს ხელმძღვანელ პირებთან.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 132-ე შეხვედრას იტალიის რესპუბლიკის თავმჯდომარეობით ქალაქი ტურინი მასპინძლობს.

მსგავსი