ილია დარჩიაშვილი - ევროპელი პარტნიორებისთვის მიმზიდველია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროფილი, რეგიონულ-სატრანსპორტო კვანძის ფუნქცია, საიმედო პარტნიორული ქვეყნის როლი
ილია დარჩიაშვილი - ევროპელი პარტნიორებისთვის მიმზიდველია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროფილი, რეგიონულ-სატრანსპორტო კვანძის ფუნქცია, საიმედო პარტნიორული ქვეყნის როლი

გავაგრძელებთ ევროპულ პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას, რათა განვავითაროთ ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ ჰასლერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მხარეები თანხმდებიან, რომ ორ ქვეყანას აქვს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების  პოტენციალი.

„ამისთვის მყარ საფუძველს ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომლის წევრიც არის ლიხტენშტაინი. მისასალმებელია, რომ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოსა და FTA-ს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მზარდი დინამიკა გვაქვს, რაც, დარწმუნებული ვართ, მომავალშიც გაგრძელდება. ამას გარდა, ევროპელი პარტნიორებისთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროფილი, საქართველოს რეგიონულ-სატრანსპორტო კვანძის ფუნქცია და როლი, საიმედო პარტნიორული ქვეყნის როლი. მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან ამ მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას, რათა განვავითაროთ ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობისთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის განათლების სფერო და ამ მიმართულებითაც ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.