ილია დარჩიაშვილი ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხევდრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთან წარმატებულ თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში.

„საუბარი შეეხო ევროპისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორებიცაა მწვანე ენერგია, ენერგოუსაფრთხოება, ენერგომიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია და აღნიშნულ პრიორიტეტულ პროექტებში საქართველოს ჩართულობა.

ასევე, მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მნიშვნელობაზე, მისი განხორციელების ეტაპებზე და ამ პროცესში ევროკავშირთან თანამშრომლობაზე“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.